გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული შეწყალების აქტები კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს

გიორგი ვოლსკი: ს მიერ პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული შეწყალების აქტები კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს
შეწყალება ჰუმანური აქტია და ყოველთვის მისასალმებელია, როცა გარკვეული საფუძველი გააჩნია, ადამიანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული შეწყალების აქტები კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
„შეწყალება ჰუმანური აქტია და ეს ყოველთვის მისასალმებელია, როცა მას გარკვეული საფუძველი გააჩნია, ადამიანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. რასაკვირველია, დანაშაულის ფორმასა და ზომას გააჩნია, მაგრამ როცა ეს კონკრეტული მიზნით ხორციელდება, მისასალმებელი არ არის. ვინც ახლა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, მათ ვერ დავახასიათებ, მაგრამ ნებისმიერი შეწყალება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განახორციელა, სერიოზულ ეჭვებს ბადებს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს ცხრა მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას