სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის მასზე, რას ფიქრობენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ჩუმი დაპირისპირება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, შენარჩუნებულია – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე

სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის მასზე, რას ფიქრობენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ჩუმი დაპირისპირება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, შენარჩუნებულია – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე
სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის მასზე, რას ფიქრობენ რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც ს თარიღსა და ხელისუფლების ცვლილების საკითხებს უკავშირდება. საუბარია სოციალურ ქსელში პეტრე ცისკარიშვილის და ბაჩო დოლიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს პოზიციები და გეგმები დაუწუნეს.
მისი თქმით, ს მიმართ რადიკალების დამოკიდებულება რეალურად არ შეცვლილა და მათი ყალბი ერთობა რევოლუციის მოწყობას ემსახურება.
„ჩუმი დაპირისპირება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, შენარჩუნებულია მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უნისონი არსებობს. უნისონი არსებობს ერთის მხრივ ს, რომელიც უნდა წარმოჩინდეს, როგორც ადამიანი ვისი ხელებიც არ არის სისხლში ისე როგორც ნაცმოძრაობის. ადამიანი, რომელიც რაღაც მოლაპარაკებების გზას ადგას თითქოს. და მეორე მხრივ, ეს ალტერნატივა რასაც ჰქვია ნგრევა, რევოლუცია, ხელისუფლების ჩამოშლა და საქართველოს დაზიანება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან, ეს არ არის მარტივი. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ზეწოლა დიდია და ეს სწორედ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიიდან მომდინარეობს – ჯეფრი საქსი

ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ