მეშახტეებისთვის გათავისუფლების მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ცნობილია, ფაქტს პოლიტიკური პოზიციებს უკავშირებენ – ისინი ღიად აფიქსირებდნენ, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არის და აკრიტიკებდნენ ოცნებას, რადგან ეს კურსი შეჩერდა.
სამსახურიდან გათავისუფლებულები სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ.
ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, გიორგი აბულაძემ, რომელიც 6 წლის წინ შახტაში მომხდარი აფეთქების გამო სერიოზულად დაშავდა, ფორმულასთან განაცხადა, რომ შპს საქნახშირის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრთან არაერთხელ იყო დაბარებული და ისინი ემუქრებოდნენ, რომ პრობლემები არა მხოლოდ მას, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც შეექმდებოდათ.
აბულაძის ცნობით, ის, მისი ძმა და რძალი ახალი წლის შემდეგ სამსახურის გარეშე რჩებიან.
“გამომიგზავნეს პიროვნებები და მემუქრებოდნენ, თუ შენს თავს არ უფრთხილდები ძმას და რძალს გაუფრთხილდიო, რომლებიც ამავე კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები. შეასრულეს სამივეზე – სამივე გაგვათავისუფლეს. ეს ჩემს ოჯახზე განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიებია”, – განაცხადა აბულაძემ.
საქნახშირის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამტკიცებს, რომ სამსახურიდან 30 ადამიანს ათავისუფლებენ, რომლებსაც გადამზადებას შესთავაზებენ და გადამზადების წარმატებულად გავლის შემთხვევაში კონტრაქტს გაუგრძელებენ.