ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ მასზე პოლიციელებმა დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს

ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძის განცხადებით, მის მიმართ პოლიციელებმა დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს.
აღნიშნულის შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როცა მას ლევან გელოვანმა ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ან წამებას ადგილი.
„ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, დამემუქრნენ… დილის 11 საათზე შემიყვანეს, არც საკვები, ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ. ჩემს დაზე იყო საუბარი, ამას ასე ვუზამთო, ჩემი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფები იყო, ასევე ჩემს შეყვარებულზე, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. აი, რომ მიგიყვანთ განყოფილებაში, ნახე რას გიზამენო”,- განაცხადა გოგიძემ.
საქმის პროკურორის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებულს გაესაუბრებიან და თუ შესაბამისი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ისინი შესაბამის უწყებებს მიმართავენ. ამასთან, ბრალდებულის განცხადებაზე რეაგირებისთვის მოსამართლემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი