თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულ დავით გოგიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
შემთხვევა 21 დეკემბერს, თბილისში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 4 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის “ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი