რუსეთის მუსლიმთა საბჭომ მრავალცოლიანობის შესახებ ფატვა უკან წაიღო

რუსეთის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს ღვთისმეტყველთა საბჭომ უკან წაიღო მრავალცოლიანობის შესახებ გასულ კვირაში გამოცემული ფატვა.
ფატვა ეხებოდა რუსეთში მცხოვრებ მუსლიმან კაცთა უფლებას, ერთდროულად რამდენიმე ქორწინებაში ყოფილიყვნენ. მუსლიმებს ფატვის უკან წაღება მოუხდათ მას მერე, რაც ს გენერალურმა პროკურატურამ მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს, რავილ გაინუტდინს, მიმართა, აღკვეთილიყო კანონდარღვევა.
საბჭოს თავმჯდომარემ, შამილ ალიაუტლინოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ფატვის უკან წაღების მიზეზი იყო „რუსეთის გენერალური პროკურატურის და რუსეთის საზოგადოების რეაქცია“. „ეს ღვთის ნებაა და საბჭო ვერ ხედავს აზრს, კამათი დაიწყოს“, – აღნიშნა მან.
ეს ფატვა (საღვთისმეტყველო გადაწყვეტილება) – “რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა საზოგადოებაში მრავალცოლიანობის პრობლემატიკა” – მუსლიმთა რელიგიურ ქორწინებას ეხებოდა.
ფატვის თანახმად, კაცს შეუძლია ჰყავდეს რამდენიმე ცოლი მხოლოდ მაშინ, თუ შეუძლია ყველა ცოლთან თანაბარი ურთიერთობა უზრუნველყოს. ეს გულისხმობს ყველა ცოლის თანაბარ მატერიალური უზრუნველყოფას, თითოეული ცოლისთვის ცალკე საცხოვრებელს და მათთან თანაბარი დროის გატარებას შეთანხმებული გრაფიკით. თუ კაცს არ შეუძლია ამ მოთხოვნების შესრულება, მას ეკრძალება რამდენიმე რელიგიურ ქორწინებაში ყოფნა.
გამონაკლისი დაშვებულია, თუ პატარძალი „ნებაყოფლობით უარს იტყვის“ თავის უფლებებზე.
გენერალური პროკურატურის მიმართვა ეფუძნებოდა რუსეთის კანონს ოჯახის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზუსტად 102 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, საბჭოთა ჩეკამ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრები”

ნიკა მელია – პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს თუ ციხეში? – საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში? პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს თუ ციხეში? – საუბარია იმაზე, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არა!