კახა კალაძე – ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია – მთელი მისი მოღვაწეობა არის ფუნდამენტური ნაკლოვანი

ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია. მთელი მისი მოღვაწეობა არის ფუნდამენტური ნაკლოვანი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, საერთაშორისო ორგანიზაციის, IRI-ს დასკვნას.
კახა კალაძის შეფასებით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ რეპუტაცია შელახულია.
„ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის ეს – IRI-ს ორგანიზაციაა, მთელი მისი მოღვაწეობა არის ფუნდამენტური ნაკლოვანი. 2012 წლიდან ეს ორგანიზაცია ასოცირდებოდა გაყალბებასთან და სიცრუესთან. გვახსოვს, ჩვენ მათ მიერ ნაჩვენები კვლევები, 2012 წელს რა შედეგებს დებდნენ ს განმავლობაში. ეს ორგანიზაცია რეპუტაცია შელახულია და ეს პირველ რიგში, აქ მომუშავე მათი თანამშრომლების დამსახურებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიში 23 დეკემბერს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები ფუნდამენტურად ნაკლოვანი იყო.
„IRI-ის მისიის დასკვნით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი. სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას.
ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება.
ასევე, აღინიშნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა“, – ნათქვამია IRI-ს გავრცელებულ განცხადებაში.