კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე – ოპოზიცია დღეს არც ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნის, არც საკუთარ ოჯახებს – აგენტი არ ეკუთვნი შენს ქვეყანას, ყველანაირ ბოროტებას, სისულელეს აკეთებენ

ეს ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ნაბიჯებით, ქმედებებით, ბოროტები არიან და ჩვეულებრივად ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია დღეს არც ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნის, არც საკუთარ ოჯახებს.
„ეს ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ნაბიჯებით, ქმედებებით, ბოროტები არიან და ჩვეულებრივად ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. მათ ქართული არაფერი გააჩნიათ. ისინი დღეს არც ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახებს. აგენტი არ ეკუთვნი შენს ქვეყანას, პირდაპირ უნდა შეასრულო ხელმძღვანელების დავალებები გარედან, რასაც აკეთებენ კიდეც. ყველანაირ ბოროტებას, სისულელეს აკეთებენ და სჩადიან თავიანთი განცხადებებით და ქმედებებით. ეს არის, რასაც ვხედავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: „მივმართავ ქართულ ჯარს, ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა