კალაძე: ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი

„ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც [აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ] ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

თბილისის მერმა 24 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესი უნდა დაიცვას:

„ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი? იმიტომ, რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის, რა თქმა უნდა, გაატარებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს. ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი“, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

წინა დღეს, 23 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ „ზედმეტი იმედები“ არ უნდა დაამყაროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაზე.

„ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, – თქვა მდინარაძემ.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ