„რამდენიმედღიანმა უამინდობამ და შტორმმა ნავსადგურში საოპერაციო პროცესები შეაფერხა. ამ დროისთვის, პორტის შემოსასვლელი არხი გაწმენდილია და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ფოთის პორტში გემების მიღება – გაშვება 16 დეკემბერს შეჩერდა, რისი მიზეზიც შტორმი იყო.