ნათია მოდებაძე: მოქალაქეები, რომლებიც თბილისში უსაფრთხოდ უნდა გადაადგილდებოდნენ, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ იმის გამო, რომ თქვენ ყოველდღე რუსთაველზე რაღაცას აწყობთ

“ის ადამიანები, ვინც მეორე მხარეს დგანან, როცა სოციალურ ქსელებში ჩვენთან პოლემიკაში შემოდიან, ზღვარს გადასულ სითავხედეს იჩენენ […] ხალხო, თქვენთან კითხვა მაქვს: როგორ შეგიძლიათ, ასე ხელაღებით, ადამიანებს სამშობლოს ღალატი დაგვაბრალოთ? პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ მაქვს საუბარი […]
ბოდიში, მაგრამ არ მგონია, რომ ვინც იქ დგახართ, სახელმწიფო და სამშობლო გადარდებდეთ. მე ვერაფრით გავამართლებ გადამწვარ რუსთაველსა და გაძარცვულ სავაჭრო ობიექტებს […] ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც თბილისში უსაფრთხოდ უნდა გადაადგილდებოდნენ, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ იმის გამო, რომ თქვენ ყოველდღე რუსთაველზე რაღაცას აწყობთ. თქვენი შიშით, მოსახლეობას, ელემენტარულად, ბავშვები ვერ გაჰყავს”. – თქვა თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ნათია მოდებაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის – აქ სულელი არავინ არ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ – ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა