კახა კალაძე – ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის, ჩვენი გუნდი კი ამ ქვეყნისთვის – საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს

ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის, ჩვენი გუნდი კი ამ ქვეყნისთვის – საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ისტორია ყველაფერს სწორად შეაფასებს.
„ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის. ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის. ზუსტად ვიცი, ისტორია ამას სწორად შეაფასებს მიუხედავად იმისა, ვინ რა ეპითეტებით ვამკობთ დღეს ერთმანეთს და რა განცხადებებს გავაკეთებთ ერთმანეთის მიმართ. ისტორია, რა თქმა უნდა, ყველაფერს სწორად შეაფასებს. ეს ყველაფერი ჩაივლის, ყველაფერი იმაზე მალე დალაგდება, ვიდრე ბევრს ჰგონია. საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს. საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული დედაქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: იმდენი “ღიმილი” უნახავს და გაუვლია ისტორიას და მერე, ასე “გაღიმებულად” გაუშვიათ “ზოგიერთი”, რაკეტებს,  “კობზონის” მოუსავლეთში “ პუტინის გემბანის” მიმართულებით, რომ რა ჩამოთვლის…

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!