კახა კალაძე – არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია – 2019 წელს მეტრო-ავტობუსით განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა, ეს რიცხვი 2024 წელს 320 მილიონამდე გაიზარდა

არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია – 2019 წელს მეტრო-ავტობუსით განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა, ეს რიცხვი 2024 წელს 320 მილიონამდე გაიზარდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, მ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საცობები გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებების გარეშე უნდა გადაადგილდებოდეს.
„გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად. ზოგადად, მეტროსადგურების განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია. სამწუხაროდ, ქართულ კომპანიებს პრობლემები აქვთ ამ თვალსაზრისით. ტენდერი მოგვცემს საშუალებას საერთაშორისო კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოებში. გამოცხადდა ტენდერი თანამედროვე სტანდარტების 98 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად, დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება დახარჯული. 2019 წელს განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა მეტრო-ავტობუსით, ხოლო ეს რიცხვი 2024 წელს გაიზარდა 320 მილიონამდე. ასევე 4.5-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით მიკროავტობუსებში მგზავრობა, 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველაზე კომფორტული იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ საცობები გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებების გარეშე უნდა გადაადგილდებოდეს“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს