რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის, მარჩელ ჩოლაკუს მთავრობის შემადგენლობას რუმინეთის პარლამენტში მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მანამდე, მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატები, მემარჯვენე ცენტრისტული ლიბერალები და ეთნიკური უნგრული პარტია UDMR-ი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიცია რუმინეთის პარლამენტში მანდატების 54%-ს აკონტროლებს.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ანგელ ტილვარი გააგრძელებს, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ემილ ჰურეზიანუ გახდა.
ცნობისთვის, რუმინეთის მთავრობამ საპრეზიდენტო ს ახალი თარიღი უნდა დანიშნოს. მიმდინარე თვის დასაწყისში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო ს პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა.