გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen AG-ის ხელმძღვანელები, პროფკავშირული მოძრაობის ლიდერებთან შეთანხმების ფარგლებში, უარს იტყვიან ბონუსების მიღებაზე – იტყობინება Sueddeutsche Zeitung.
დაახლოებით 4 ათასი კომპანიის მენეჯერი უარს იტყვის პრემიებზე 2025 და 2026 წლებში, რაც მათი წლიური შემოსავლის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
პრემიებზე უარის თქმა არის რესტრუქტურიზაციის შეთანხმების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს Volkswagen-ის ხარჯების შემცირებას მისი ქარხნების დახურვის გარეშე.
