BBC: ისრაელმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა

ისრაელმა დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ეს განცხადება ს თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა. კაცმა ამის შესახებ სიტყვით გამოსვლისას თქვა, როდესაც პირობა დადო, რომ ისრაელის სამიზნე იემენში „ჰუსიტების“ ხელმძღვანელები იქნებიან.
„როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზაში და ლიბანში, ისე გავაკეთებთ ჰოდეიდასა და სანააში“, – ციტირებს BBC კაცს.
ისმაილ ჰანიე 31 ივლისს თეირანში მოკლეს. „ჰამასის“ წარმომადგენელი ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. „ჰამასმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, თუმცა ისრაელი მკვლელობასთან კავშირს არ აღიარებდა.