მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა და ბაზაზე გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა