New York Post: გეი წყვილს, რომელსაც იდეალურ ოჯახად მოჰქონდა თავი, 100-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ნაშვილები ვაჟების გაუპატიურებისთვის

გეი წყვილს ჯორჯიის შტატიდან, რომელიც მათი ორი ნაშვილები ვაჟის სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს, სიცოცხლის ბოლომდე გისოსებს მიღმა გატარება მოუწევს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
უოლტონის ოლქის პროკურატურის ცნობით, 34 და 36 წლის უილიამ და ზაქარი ზულოკებს გასულ კვირას 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.
„ამ ორმა ბრალდებულმა ნამდვილად შექმნა საშინელებათა სახლი და თავიანთი უკიდურესად ბნელი სურვილები ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დააყენა”, – განაცხადა რაიონულმა პროკურორმა რენდი მაკგინლიმ.
New York Post-ის ცნობით, პროკურორი ასევე მიიჩნევს, რომ „ბრალდებულთა გარყვნილების სიმძაფრე” იმდენად ღრმაა, მათ სასჯელი დამსახურებულად მიიღეს.
რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლ ძმებს, რომლებიც ახლა 12 და 10 წლის არიან, ზულოკების ოჯახმა ისინი სპეციალური საჭიროების ქრისტიანული სააგენტოდან იშვილა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა