ნიკა მელია – უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები – წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება

უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები – წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მელია აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ ეს მირაჟიც უქრება“.
„რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს. ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს ამშვიდებდნენ.
ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს.
„თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება“, – ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები.
წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება“,- წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია