მართლმადიდებლები საქართველოში ქრისტესთვის წამებულთა დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში წამებულ ღირსთა მამათა და დედათა ხსენებას ულოცავს.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთად იხსენიებს საქართველოში წამებულ ღირსთა მამათა და დედათა – მისი წიაღიდან გაბრწყინვებულ ყველა წმიდანს. ეს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის განსაკუთრებული დღესასწაული და ქართველთა დიდი ნაწილის ანგელოზის დღეა, რადგან ისინი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებენ და მათგან ითხოვენ მეოხებას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საქართველოში წამებულ ღირსთა მამათა და დედათა ხსენებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის