კრემლში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრას უმასპინძლოს

კრემლის ლიდერის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანა მზად არის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და -ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრას უმასპინძლოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

იური უშაკოვმა უარი თქვა იმ ქვეყნების დაკონკრეტებაზე, რომლებმაც მასპინძლობასთან დაკავშირებით ინიციატივა გამოიჩინეს.

„უკვე მივიღეთ რამდენიმე წინადადება ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნისგან. არ ვიტყვი რომელი ქვეყნებია, რათა წინასწარ არ განვსაზღვროთ მოვლენების შესაძლო ან შეუძლებელი განვითარება, მაგრამ ასეთი წინადადებები კეთდება“, – აღნიშნა იური უშაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია