Calcio Genoa იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრებისა და კრაიოვას „უნივერსიტატეას“ 23 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი შეიძლება იანვარში „ჯენოაში“ გადავიდეს.
გენუური კლუბის ახალი მფლობელი, რუმინელი დან შუკუ სამშობლოდან შედარებით იაფფასიანი ფეხბურთელების დამატებას აპირებს და პირველ რიგში ეს მექვაბიშვილს ეხება, რომლის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა.
აღნიშნულია, რომ ქართველმა ადვილად მოახერხა „უნივერსიტატეაში“ ადაპტირება, გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა, უცხოური კლუბების ყურადღება მიქცია, მათ შორის ადრე „ბოლონიასი“, „ჯენოას“ სწორედ ასეთი მარჯვენა ნახევარმცველი სჭირდება, რომელსაც პლეიმეიკერის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, სადაც ვეტერანი მილან ბადელი და ემილ ბოხინენი
ირჯებიან.
გამოცემა წერს, რომ ანზორი „უნივერსიტატეამ“ თბილისის „დინამოსგან“ 750 ათასად შეიძინა, სანაკრებო დონეზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს, „ჯვაროსნებში“ 19 მატჩი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.