საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე , – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პლატფორმა X-ზე წერს.
როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
“კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.
მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, – წერს ანჯეი დუდა.
Ipn.ge