გიო ნაცვლიშვილი: თუ ქუჩის ძაღლებს არ აშინებთ, რომ გზაზე გამოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ, შენ რაღა გაკავებს?

“თუ ოდესმე მონაწილე ყოფილხართ ქუჩის მსვლელობის, ალბათ შეგიმჩნევიათ ისინი — მდუმარე, მაგრამ მუდმივად თანამდგომი, ერთგული თანამებრძოლები: ქუჩის ძაღლები. 🐕🐕
ქუჩის ძაღლები არ გვეკითხებიან ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებზე და არ აქვთ პირადი სარგებლის მოტივაცია. ისინი უბრალოდ მოდიან ჩვენთან, აჰყვებიან ჩვენს მსვლელობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვიცავენ.
გვეცნობა ხომ ეს ქცევა? ეს ხომ არ არის ის, როგორებიც გვინდა ვიყოთ – სუფთა, უშიშარი და გულწრფელები.
დავინტერესდი ამ ფენომენით, ძალიან საინტერესო აღმოჩენები გავაკეთე და მინდა გაგიზიაროთ.
ამბობენ რომ ეს არის ინსტიქტებზე დაფუძნებული ქცევა, როდესაც ძაღლს ერთვება “ჯოგის” დაცვის ინსტიქტი, მაგრამ ჩემი აზრით მათი ეს ქცევა მხოლოდ ინსტინქტური არ არის. ის ბევრად უფრო ღრმა რამეს გვანახებს. თითქოს ბუნება თავად გვაჩვენებს, რომ ბრძოლაში, რომელიც სამართლიანობისთვის იღვიძებს, მარტო არასდროს ვართ.
აღმონჩნდა, რომ ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ქუჩის ძაღლების მსგავსი ქცევა გვხვდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარებული მსვლელობების დროს.
მეტიც ჩილეში, სტუდენტური პროტესტების დროს, ცნობილი გახდა ერთი ქუჩის ძაღლი, რომელსაც Negro Matapacos ერქვა. ის სტუდენტებთან ერთად მიუყვებოდა გზას. იცავდა მათ და ერთგულების ნამდვილ სიმბოლოდ იქცა.
Negro Matapacos არ იცავდა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს ან ინდივიდს – ის იცავდა იდეას, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა ყველას საქმეა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ხარ.
თუ ქუჩის ძაღლები, რომლებიც არ ფლობენ ტექნოლოგიას, ენას ან დიდ რესურსებს, ახერხებენ, რომ ჩვენთვის სოლიდარობის ნამდვილი მაგალითი გახდნენ, ჩვენ რა გვიშლის ხელს?
დროა, ეკრანის მიღმა დარჩენილმა ბრძოლამ შენი ძალა და შენი მხარდაჭერა იგრძნოს. თუ ქუჩის ძაღლებს არ აშინებთ, რომ გზაზე გამოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ, შენ რაღა გაკავებს?” – წერს სოციალურ ქსელში გიო ნაცვლიშვილი:

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ