გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა – ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ბერლინმა თბილისთან 237 მილიონი ევროს პროექტები შეაჩერა.
„გერმანიამ, სინანულით, შეაჩერა 273 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები საქართველოს სახელმწიფოსთან.
ხელისუფლება რეაგირებს საქართველოს მიერ ევროპული გზის დატოვებასა და პროტესტების დარბევაზე.
შევაჩერეთ ენერგეტიკის, ასევე ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. დარჩა სამოქალაქო საზოგადოების და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამები“, — წერს ელჩი.