საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მათგან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/12/ghvino_w_h-VezRZk-300x169.jpeg)