მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას საქართველოს ევროპული გზის უზრუნველყოფისა და არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით – ედგარს რინკევიჩსი
მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას საქართველოს ევროპული გზის უზრუნველყოფისა და არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
რინკევიჩსის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან.
„მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე. მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას საქართველოს ევროპული გზის უზრუნველყოფისა და არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით. პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული მუქარა მიუღებელია“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.