აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე „ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა“ განიხილეს, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული და მომდევნო წლის თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აზიის განვითარების ბანკთან ძალიან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს, რაც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო – იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება