– პარტიები შევთანხმდით, როგორ უნდა ჩატარდეს , რა ადმინისტრაციის და წესების პირობებში, ხვალისთვის გამზადებული დოკუმენტით მივალთ პრეზიდენტთან

რაც უფრო გაწელავს ახალი არჩევნების დანიშვნას თვითმარქვია რეჟიმი, მით უფრო მძიმე იქნება შედეგები მისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მუშაობს დოკუმენტზე, რომელსაც ხვალ პრეზიდენტს წარუდგენენ და რომელშიც ახალი არჩევნების ჩატარების წესები და პირობებია განსაზღვრული.
“ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, გარდა იმისა, რომ ახალი უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, რა საარჩევნო ადმინისტრაციის, რა წესების პირობებში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ამ დოკუმენტს საბოლოო ფორმას მივცემთ დღევანდელი ღამის მანძილზე და ხვალისთვის ამ გამზადებული დოკუმენტით მივალთ პრეზიდენტთან და მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ ძალოვანი უწყებების კონტროლი არ უნდა ჰქონდეს თვითმარქვია რეჟიმს იმისთვის, რომ კვლავ არ შეძლოს სპეცოპერაციის ჩატარება, რომელსაც არჩევნები ჰქვია.
ამაზე ჩვენ შეჯერებული გვაქვს, რა სისტემური ცვლილებებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ არჩევნების წესებამდე მივიდეთ. საბოლოო ჯამში, ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალურ პირობებს, როგორც კი ამ ქვეყანაში “დებიძინიზაცია” მოხდება. სხვა გამოსავალი არ არის. ბიძინა არის ქაოსი.
რაც უფრო გაწელავს ახალი არჩევნების დანიშვნას თვითმარქვია რეჟიმი, მით უფრო მძიმე იქნება შედეგები მისთვის”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!