დავით ქართველიშვილი: ამერიკის ელჩი და მისი მოადგილე გაიკეთებენ ახალ თხილამურებს და ახალ ტრასებზე გავლენ ან მათ სიამოვნებით შეცვლიან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის საელჩოს მიერ Facebook-ში ხშირად გამოქვეყნებულ ქარდებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ქარდები საელჩოს მიერ აღარ ქვეყნდება.
მისივე თქმით, ქარდების გამოქვეყნება მას შემდეგ შეწყდა, რაც ელჩისთვის და მისი მოადგილისთვის მკაფიოდ გახდა ცნობილი დონალდ ტრამპის გზავნილები.
„ყველას გვახსოვს დეკემბრის დასაწყისში Facebook-ში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდები, რომელიც 10 დეკემბრის შემდეგ გაქრა და აღარ ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ საელჩომ Facebook -ის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე ვაკანსიაც კი გამოაცხადა.
ელჩ რობინ დანიგანს და მის მოადგილეს, რომელიც ფერადი რევოლუციების სპეციალისტია რასაკვირველია აქვთ ინფორმაციები თუ რას აპირებს დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ და რა არის მისი გზავნილები. აინტერესებთ რჩებიან თუ არა უმუშევრები. ისინი ან გაიკეთებენ ახალ თხილამურებს და ახალ ტრასებზე გავლენ ან მიიღებენ მოტეხილობას და დიდი სიამოვნებით შეცვლიან მათ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით