ამერიკული სადაზღვევო კომპანიის UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ არ ცნობს

ამერიკული სადაზღვევო კომპანიის UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ტომპსონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 26 წლის ლუიჯი მანჯიონე ნიუ-იორკის შტატის სასამართლო დარბაზში წარსდგა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მანჯიონე პროკურატურის მიერ წარდგენილ 11-ვე ბრალდებას უარყოფს, მათ შორის მკვლელობას, როგორც ტერორისტულ აქტს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, UnitedHealthcare-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბრაიან ტომპსონს 4 დეკემბერს მანჰეტენზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ეჭვმიტანილი, ლუიჯი მანჯიონე პოლიციამ ბრაიან ტომპსონის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ პენსილვანიის შტატში დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!