ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ.
აქციაზე შეკრებილები ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” რუსული პარტიაა.
“არ დარჩა საზოგადოების არცერთი რგოლი, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არ აპროტესტებდეს. საზოგადოება აზრზე მოვიდა, რომ რეჟიმი უნდა დასრულდეს. საქართველოს ხელისუფლება ძალიან ცუდი გზისკენ რუსეთისკენ მიდის”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამასთან, შეკრებილები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ მიზნის მიღწევამდე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/6d3e1fe3-e62d-419a-6419-08dd3ac790b0_cx6_cy13_cw93_w1200_r1-L2X5E4-300x169.jpeg)