2024 წელს ამერიკაში კომპანიები, აღმასრულებელი დირექტორების რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა

2024 წელს აღმასრულებელი დირექტორების რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა ამერიკული კომპანიები – ამის შესახებ CNBC იუწყება.
რეკრუტირების ფირმა Challenger, Grey & Christmas-ის თანახმად, იანვარ-ნოემბერში 327 საჯარო კომპანიამ გამოაცხადა ხელმძღვანელობის ცვლილებები. მათ შორის იყვნენ Boeing Co., Nike Inc. და Starbucks Corp.
წასული აღმასრულებელი დირექტორების რაოდენობა ყველაზე მაღალია სულ მცირე 2010 წლის შემდეგ, როდესაც Challenger-მა პირველად დაიწყო პერსონალის ცვლილებისთვის თვალყურის დევნება. ეს ასევე თითქმის 9%-ით აღემატებოდა 2023 წლის 301 მაჩვენებელს. უფრო მეტიც, თანამდებობიდან გათავისუფლების რიცხვი გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა საჯარო კომპანიების რაოდენობა.
2021 წელს დირექტორთა ყველაზე მცირე გადინება დაფიქსირდა მონაცემთა შეგროვების პერიოდში – 197.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }