ახალი არჩევნების მოთხოვნას გააზრებული საფუძველი არ გააჩნია – ლევან დავითაშვილი

ქართული ოცნების პარლამენტის მიერ არჩეული ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მომავალშიც გაიმართება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად წარმოდგენილი იქნებიან იმ ბიზნესების ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციაზე არიან. ამასთან, ლევან დავითაშვილის შეფასებით, კონკრეტული ბიზნესის მხრიდან ახალი ს შესახებ მოთხოვნას “გააზრებული საფუძველი არ გააჩნია.”
ლევან დავითაშვილმა 100-მდე ბიზნესმენთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესმენების მხრიდან დაყენებული იყო არაერთი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას და ბიზნესს აწუხებს.