ბიზნესმენი დიმიტრი ადამია: არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება – ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით

ბიზნესმენი დიმიტრი ადამია: არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება – ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით
არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა დიმიტრი ადამიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გაყალბების ფაქტები არსად არის წარმოდგენილი, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება გაგრძელდება, დასავლელ პარტნიორებთან კი ურთიერთობები მალე გადაიტვირთება.
“არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, არც ერთ დასკვნაში, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება, ურთიერთობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ძალიან მალე დაწყნარდება, გადატვირთვა მოხდება და განვითარება იქნება შეუქცევადი. ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით.” – განაცხადა დიმიტრი ადამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ