ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, დაფიქრდი, სანამ დრო გაქვს, მშვიდობის დაპირებიდან ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანე, ამ ქვეყნის დამშვიდებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა. ჩვენ, ჩვენს მყარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, ჩვენ ახალი არჩევნების გარდა არცერთ სხვა ვერსიას არ განვხილავთ , – ამის შესახებ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრას პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელიც ესწრება და მათ მსჯელობის საგანი ხელახალი არჩევნები, სანქციები და უეთო/ოდირის დასკვნა იქნება.
„არჩევნები უნდა დაინიშნოს, რაც შეიძლება სწრაფად, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როდის და რა წესებით – სწორედ ამაზე გვექნება საუბარი. ასევე გვექნება, მსჯელობა საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებზე – სანქციებზე და ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელმაც ყველა სპეკულაცია დაასრულა. ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელიც ესწრება ამ შეხვედრას, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მაყრი პოზიცია დოკუმენტურად მომზადებული გვქონდეს იმ სავარაუდო მოლაპარაკებებისთვის, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.
„ქართული ოცნების“, თვითმარქვია რეჟიმის ოფიციალური პოზიცია არ მსმენია, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ დაფიქრდნენ. სხვა რეალობაა ახლა ქვეყანაში, კობახიძეს დილით, 11:00 საათზე ბრიფინგს ვერავინ ვერ ასწრებს ხოლმე და დღეს ნამდვილად არ იდგა ირაკლი კობახიძე, რაც კარგია. ბიძინა ივანიშვილის ვეუბნები, დაფიქრდი, სანამ დრო გაქვს, მშვიდობის დაპირებიდან ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანე, ამ ქვეყნის დამშვიდებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა. ჩვენ, ჩვენს მყარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, ჩვენ ახალი არჩევნების გარდა, არცერთ სხვა ვერსიას არ განვხილავთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
