“კრედოში”, რომელიც მეხუთე უმსხვილესი ბანკია, იაპონურმა Gojo & Company-იმ 16% შეიძინა

იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში – ამის შესახებ ინფორმაციას თავად “კრედო ბანკი” აქვეყნებს.
“კრედო ბანკი” საქართველოს საბანკო სისტემაში რიგით მეხუთე უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივებიც 2.87 მილიარდი ლარია. ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს.
“კრედო ბანკის” დამფუძნებლები და აქციონერები ევროპული საფინანსო ინსტიტუტები არიან – Access Credo GmbH გერმანიიდან, საინვესტიციო ფონდები, რომლებსაც მართავს Triodos Investment Management BV ნიდერლანდებიდან და განვითარების საფინანსო ინსტიტუტი – Proparco (Groupe Agence Française de Développement) საფრანგეთიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა