განვიხილეთ ყველა ნიუანსი, ახალ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, პრემიერმა თქვა, რომ ახალ წლამდე განთავისუფლდებიან დაკავებულები – თეა ზაქარაძე

განვიხილეთ ყველა ნიუანსი, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, გულწრფელად გეუბნებით. ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია, დავაფიქსირეთ, – ამის შესახებ თბილისისა და ს საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზაქარაძის თქმით, პრემიერის მხრიდან გაცემული იყო ძალიან კონკრეტული პასუხები.
„პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. შეხვედრამდე მე არ ვსაუბრობდი ახალ არჩევნებზე, მე თქვენ გითხარით, რომ აუცილებელია, გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ვნებს ბიზნესს. ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს.