Yandex Go-მ, სწრაფი მგზავრობისთვის, თბილისში ახალი ტარიფი – Line აამოქმედა

5 დეკემბრიდან Yandex Go-ს აპლიკაციით შესაძლებელი გახდა ახალი – Line ტარიფით სპეციალური მომსახურებით სარგებლობა.
Line ტარიფის არჩევისას მოგემსახურებათ მანქანები, რომლებსაც შეუძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლაინში მოძრაობა. ახალი ტარიფი საშუალებას მოგცემთ, უფრო სწრაფად მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე, განსაკუთრებით – პიკის საათებში.
მგზავრობა იწყება 3 ლარიდან. მაგალითად, ღვინის ქარხნიდან თავისუფლების მოედანზე მგზავრობის ღირებულება 4.1 ლარი იქნება და პიკის საათებშიც კი დაახლოებით 8 წუთი დასჭირდება, ხოლო სადგურის მოედნიდან ახალ ოლიმპიურ სასახლამდე მიხვალთ 10.9 ლარად და 17 წუთი დაგჭირდებათ, 35 წუთის ნაცვლად.
უფასო Yandex Go აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ისთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა