9 თვეში ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 9 000-მდე მოქალაქემ ითხოვა

2024 წლის 9 თვის განმავლობაში ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 8 810-მა მოქალაქემ ითხოვა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 43%-ით ნაკლებია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე პირველადი განაცხადი 15 370-მა მოქალაქემ გააკეთა.
ამასთან, წელს სექტემბერში, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს მონაცემებით, განაცხადი საქართველოს 935-მა მოქალაქემ გააკეთა. ყველაზე ხშირად კი საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვდნენ იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.
უფრო კონკრეტულად, სექტემბერში იტალიაში თავშესაფარი საქართველოს 270-მა მოქალაქემ მოითხოვა, საფრანგეთში – 265-მა, გერმანიაში – 175-მა, ბელგიაში – 70-მა, ირლანდიაში – 60-მა, შვეიცარიაში – -35-მა, ესპანეთში – 30-მა, 15-15 განაცხადი დაფიქსირდა ავსტრიასა და ნიდერლანდებში, 10-მა მოქალაქემ კი თავშესაფარი პოლონეთში მოითხოვა.
ყველაზე ცოტა რაოდენობით განაცხადი ში, საბერძნეთსა და ფინეთში დაფიქსირდა. აღნიშნულ ქვეყნებში თავშესაფარი 2024 წლის სექტემბერში საქართველოს 5-5-მა მოქალაქემ ითხოვა. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, ec.europa.eu-ს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა არ ფიქსირდება.
www.bpn.ge