მდინარაძე: არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტი იმედები დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე

ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ საქართველო “არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედი უნდა დაამყაროს 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე”, მას შემდეც, რაც ოფიციალურად გახდება -ის პრეზიდენტი.
ის ამბობს, რომ საქართველოს პოზიციონირება აშშ-ის მიმართ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს დონალდ ტრამპი დაპირებებს – შეძლებს თუ არა გავლენა იქონიოს ში ომის დასრულებაზე, და შეძლებს “მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს Deep State”.
“ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ?! ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს. ერთი – ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე – Deep State-ის დამარცხება. […]
დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი, რამდენად შეძლებს ის გავლენა იქონიოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი, ამ შემთხვევაში, ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მიმართ მისი მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით და მეორე – როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს ბიუროკრატიაში აშშ-ში, რა შემთხვევაშიც, ბუნებრივად გვაწყობს ჩვენ.
თუ ის შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ, თუ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია ეს ტურბულენტობა გაგრძელდება”, – ამბობს მდინარაძე.