NDI-ს გაყალბებულმა კვლევის შედეგებმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ლიდერობს, ის კი, რომ 61% თითქოს გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია – ეკა სეფაშვილი

„როგორც წესი, ასეთი გამოკითხვები, თუ მაქსიმალურად ობიექტურად არ არის ჩატარებული, რეალურ სურათს ნაკლებად იძლევა“,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა მედიასთან, NDI-ს კვლევაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც 61% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია მოსახლეობის მოთხოვნებს პასუხობს და ამომრჩეველი ამას ხედავს.
„NDI-ს კვლევა ჩემთვის ნაკლებად სანდოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათმა მაქსიმალურად გაყალბებულმა კვლევის შედეგებმაც კი აჩვენა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად ლიდერობს. ხოლო, ის, რომ მათ კვლევაში 61% თითქოს გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია, რადგან მათ კითხვებს რომ ჩავხედე, ისეა შედგენილი, რომ რესპონდენტებს პასუხებს ნაწილობრივ კარნახობს. ეს კი სწორი არ არის. როგორც წესი, ასეთი გამოკითხვები, თუ მაქსიმალურად ობიექტურად არ არის ჩატარებული, რეალურ სურათს ნაკლებად იძლევა.
ასევე, ვუყურებ თუ როგორ ვითარდება ქვეყანა – ბიუჯეტი იზრდება; ეკონომიკური ზრდა არის – სულ უფრო მეტი ბიზნესი უფრო მეტ მოგებას ნახულობს, რაც ბიუჯეტის გაზრდილ შემოსავლებში აისახება; ეს კი სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, სოციალური პროგრამები გაზარდოს, მათ შორის – მასწავლებელთა, საჯარო მოხელეთა, სამართალდამცავთა ხელფასები; გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა (ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 95% სარგებლობს), ასევე, დაფინანსდეს ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის მედიკამენტები; 18-20%-ით შემცირდეს წამლების ღირებულება და ა.შ.
რა თქმა უნდა, გამოწვევები ეკონომიკაში კვლავაც ბევრი რჩება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი პარტია მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ პასუხობს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს