მდინარაძე: აქციებზე წინა შემთხვევაში „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ხორუმს ცეკვავენ

აქციებზე წინა შემთხვევაში „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ხორუმს ცეკვავენ, მართალია ქალები ასრულებენ ხორუმს, მაგრამ აქ როგორც მინიმუმ ერთი პოზიტიური მაინც დავინახოთ – ისინიც კი ხვდებიან, რომ ეროვნული საკითხები უნდა განვამტკიცოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით „სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ და ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება განმტკიცდა“.

„ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ. ეს კონსერვატორული, ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება დადასტურდა, განმტკიცდა, რომ აქ ჩვენ მართლები ვართ.

გახსოვთ ალბათ ხომ, აქციებზე წინა შემთხვევაში „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ხორუმს ცეკვავენ, მართალია ქალები ასრულებენ ხორუმს – აღარ მინდა ამის შეფასებაში და ექსპერტიზაშ წავიდე, ჩვენც ვიცით რაღაც ამასთან დაკავშირებით, ვინც ბავშვობაში რეპეტიციაზე მაინც ვყოფილვართ ან რაღაც წაგვიკითხავს ამის შესახებ. ქალების ხორუმი ცალკე თემაა, მაგრამ ხორუმს ცეკვავენ და აქ როგორც მინიმუმ ეს ერთი პოზიტიური მაინც დავინახოთ. ისინიც კი ხვდებიან, რომ უნდა განვამტკიცოთ, ან ასე იპოზიციონირონ მაინც, ეროვნული, ტრადიციული საკითხები, კარგია, რომ ასე იქცევიან, ან უფრო რეალურად, იძულებულები გახდნენ ტრადიციულ ფასეულობებზე, ემოციის აღსაძრავად გაეკეთებინათ აქცენტი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 21 დეკემბერს ქართველმა მოცეკვავეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა-პერფორმანსი მოაწყვეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ