ხვალ, 05:00 საათზე გაირკვევა, გადავიდა თუ არა ამერიკული “ვოისის” ქართველი მონაწილე ნინი ბრეგვაძე ფინალში

ამერიკული “ვოისის” ფინალისტების გამოვლენამდე რამდენიმე საათი რჩება – ხვალ დილით, თბილისის დროით 05:00 საათზე, გაირკვევა, გადავიდა თუ არა ამერიკული “ვოისის” ქართველი მონაწილე ფინალში.
ნინი ბრეგვაძემ ამჯერად ბილი აილიშის ცნობილი სიმღერა შეასრულა. სოციალურ ქსელში ქართველი მონაწილის პერფორმანსს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბრმა კასტინგი, რინგი, ლაივი, ფლეიოფები – ეს ის რთული ეტაპებია, რაც ნინიმ კონკურსის ფარგლებში უკვე გადალახა.
“არ დამაღალატოთ, გადაიყვანეთ ნინი ფინალში” – მისი მწვრთნელი, ნაილ ჰორანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი