Starbucks-ის თანამშრომლები 5-დღიან გაფიცვას მართავენ

Starbucks Corp.-ის თანამშრომლები ხუთდღიან გაფიცვას მართავენ, რომლის დაწყება 20 დეკემბერს Starbucks Workers United-ის პროფკავშირმა გამოაცხადა.
ყოველდღიურად საპროტესტო აქციები სულ უფრო მეტ ყავის მაღაზიას მოიცავს, ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ში.
საპროტესტო აქციები პარასკევს დაიწყო ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესსა და სიეტლში. ყავის მაღაზიის თანამშრომლები კოლორადოში, ოჰაიოში და პენსილვანიაში შეუერთდნენ მომიტინგეებს შაბათს, ხოლო მისურის, ნიუ ჯერსიში და ნიუ-იორკში კვირას, იტყობინება CNN, Starbucks Workers United-ის წარმომადგენლზე დაყრდნობით.
Starbucks Workers United ცდილობს მიაღწიოს Starbucks–ის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას და მათთან შრომითი ხელშეკრულების დადებას.