“აქციების ორგანიზატორი არის უფალი“- რას ამბობს

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველზე შეკრებილი ხალხის ლიდერი ღმერთია.

“იდეალური კომბინაცია ეწყობა, ფანტასტიკაა, სიზმარში მგონია თავი. ამდენი ხანი ვიცოცხლე ამისთვის, რომ ეს მენახა – ერთიანი საქართველო, ერთი სული, ერთი ხორცი, ერთი ისტორია, ერთი აწმყო და ერთი დიდი მომავალი. ჩვენ ძალიან მაგარ ქვეყანას შევქმნით, ქვეყანა მაგარი გვაქვს, ძალიან მაგარ სახელმწიფოს შევქმნით.

ქრისტესმიერი სამართალი იქნება. ამ ქვეყანაში მართლა ქრისტიანობა, ნეოქრისტიანობა მოდის საქართველოში, ახალი გადანათვლა მოდის ამ ქვეყნის. ქოცები რომ ეძებენ ორგანიზატორს, ძვირფასო ქოცებო, მე მინდა, გითხრათ, ვინ არის ამ აქციების ორგანიზატორი, ოღონდ იმას თქვენ ვერასდროს მოერევით, უფალია, ამ აქციების ორგანიზატორი არის უფალი, მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. იმიტომ, რომ ასეთი სასწაულები ასე მექანიკურად არ ხდება.

კოლექტიური გონი, კოლექტიური სული არის შთაბერილი. ამდენი ხალხი ასე ერთიანად, ერთი ინსტინქტით, ერთი გონებით, ერთი სულისკვეთებით, ერთი შეუპოვრობით, ერთი უშიშრობით“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია