კობახიძის თქმით, პრემიერს “როცა ექნება საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას” კარბაიას მკვლელობაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ამბობს, რომ ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი განცხადებას მაშინ გააკეთებს “როცა ექნება საშუალება”.
გუშინ ს ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, თუმცა მას განცხადება არ გაუკეთებია.
თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კაცი დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კლინიკაში. საქართველოს მოქალაქის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
“ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს არ გაურბის კომენტარების გაკეთებას მათ შორის ძალიან მძიმე თემებზე და უმძიმესი თემაა ბუნებრივია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობა, რაცა ექნება საშუალება აუცილებლად გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამ უმძიმეს აქტს, ადამიანის მკვლელობას, თან ძალიან სასტიკი ფორმით, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ეს დამნაშავეები დაისჯებიან, რაც რთულია, მოგეხსენებათ, იმიტომ, რომ ოკუპირებულია ჩვენი ისტორიული რეგიონი, ამ შემთხვევაში, თუმცა იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მკვლელები დაისჯებიან”, – თქვა მ.