სელენ დიონი მეუღლეს ქორწინების იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“ჩვენს გულებს ისევ ავსებ სიყვარულით. ჩვენთვის ყველაფერი ხარ, ძალიან გვენატრები. გილოცავ ჩვენი ქორწინების 30 წლის იუბილეს, ძვირფასო!” – დაწერა მომღერალმა.
შეგახსენებთ, რომ სელინ დიონის მეუღლე, რენე ანჯელილი 2016 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა.
რენე ანჯელილი და სელინ დიონი 1994 წელს დაქორწინდნენ, მათ სამი შვილი ჰყავთ: 4 წლის ბიჭი, ტყუპი ბიჭები კი 2010 წელს შეეძინათ. რენე ანჯელილი სელინ დიონის მენეჯერი მისი ოჯახის თხოვნით გახდა, მაშინ როდესაც გოგონა 12 წლის იყო. 1981 წელს რენემ საკუთარი სახლი იპოეთიკით დატვირთა, რათა სელინის პირველი ალბომი ჩაეწერა. სელინ დიონის შთამბეჭდავ კარიერას სწორედ რენე ანჯელილის მიაწერენ.
სელინი თავის ქმარს, რენეს 12 წლის ასაკში შეხვდა, ხოლო მათ შორის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა გოგონა ცხრამეტი წლის იყო, ხოლო რენე – მასზე 26 წლით დიდი და უკვე ორჯერ დაქორწინებული, სწორედ ამიტომ სელინის დედა ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდა.
“მისი გარდაცვალების გადატანა ყველასთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა – ჩემთვის, ჩვენი შვილებისთვის. განსაკუთრებით საშინელი იყო მომენტი, როცა ვხედავდით როგორ გვეცლებოდა ხელიდან. ერთის მხრივ მისი სიკვდილი დიდი შვება იყო, რადგან დასრულდა ჩემთვის ყველაზე ახლო, ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანის ტანჯვა – ერთადერთი მამაკაცი, რომლისთვის ცხოვრებაში მიკოცნია, ერთადერთი მამაკაცი, რომელიც მიყვარდა…
დიახ, მე ცხოვრებაში არავისთვის მიკოცნია, გარდა ჩემი ქმრისა. ის ჩემი მეორე ნახევარი იყო. ჩემი პარტნიორი ყველაფერში, ერთად კი ერთი მთლიანი ვიყავით. ამიტომ, როცა მისი მრავალწლიანი ტანჯვა დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მისი დაკარგვა ძალიან რთული იყო, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მისთვის ასე აჯობებდა, მან ხომ სიმშვიდე დაიმსახურა.
მე ის დღემდე მიყვარს და ჩემი გული კვლავ მას ეკუთვნის. მამაკაცის სიყვარული? მე მაქვს ჩემი შვილების სიყვარული, ჩემი თაყვანისმცემლების სიყვარული, ადამიანების, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობ.
ასე წარმოვიდგენ მეც როცა დასაძინებლად მივდივარ. სცენაზეც მასთან ერთად ავდივარ და საერთოდ, მე ჯერ კიდევ მასზე ვარ დაქორწინებული” – ამბობდა დიონი.