ირაკლი კობახიძე კრიტიკულ მედიას დაემუქრა. კობახიძეს ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “ფორმულას” რეპორტაჟები არ მოსწონს და აცხადებს, რომ “ამ ნაცურ სითავხედეს”, არჩევნების შემდეგ გაეცემა პასუხი:
“ეს კორუმპირებული მძარცველი [დავით კეზერაშვილი], ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს სიუჟეტს. მის ერთ ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ნაცური თავხედობა, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ლოიალურად ვუყურებდით ამ ნაცურ თავხედობებს, მაგრამ არჩევნების შემდეგ, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი” თქვა კობახიძემ.
შეკითხვაზე, რას ნიშნავს ეს განცხადება და არის თუ არა ეს მუქარა, ის პასუხობს – “არჩევნების მერე გაიგებთ”.