30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი მესმის მოთხოვნები – არ ვუერთდები ამ მოთხოვნას – იაშვილი

30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი მესმის მოთხოვნები – არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, – ამის შესახებ მედიას ირაკლი იაშვილმა ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელმა პრემიერთან შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა.
„დამპატიჟეს და მოვედი მაინტერესებს იმიტომ რომ 30 წელიწადია ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა და ჩვენც მათ შორის და ახლა მინდა რომ გავიგო მომავალში რა გველოდება – როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა – ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ?
ეს ნალოლიავები 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი მესმის მოთხოვნები. არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ.
გამოსავალი იმაშია, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს რაც იცის. პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. ჩემი მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ვუერთდები პეტიციას“,- განაცხადა იაშვილმა.